ღონისძიებები
4 თებერვალი, 2026
ღონისძიებები
30 იანვარი, 2026
ღონისძიებები
26 თებერვალი, 2026
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „უნივერსიტეტი დღეს: შიდა და გარე აქტორების პერსპექტივა“
ღონისძიებები
7 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის განათლების სკოლა და განათლების კვლევების ცენტრი გამართავს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას „უნივერსიტეტი დღეს: შიდა და გარე აქტორების პერსპექტივა“.
კონფერენციაზე განათლების ადმინისტრირების პროგრამის უმაღლესი განათლების მიმართულების სტუდენტები წარადგენენ მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.
მკვლევრები იმსჯელებენ, როგორ აღიქვამენ დღევანდელობაში საკუთარ და უნივერსიტეტის როლს სტუდენტები, აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალი და განათლების სფეროს წარმომადგენლები.
სამუშაო ენა: ქართული
დასაწყისი: 7 ივნისი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2025