ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტუდენტური ოლიმპიადა 2019 - ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვაში

ღონისძიებები

26 სექტემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში (თბილისი, კოსტავას 77ა) ააიპ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნული ფონდი“ კერძო და საჯარო სტრუქტურებთან თანამშრომლობით მართავს სტუდენტურ ოლიმპიადას ფინანსურ და მმართველობით აღრიცხვაში.

წესები და პირობები:

  • სტუდენტურ ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს;

  • ოლიმპიადის მონაწილეები ჩააბარებენ 3-საათიან ტესტს, რომელსაც შეადგენს მაღალკვალიფიციური კომისია; კონკურსის ჟიურიში მონაწილეობას მიიღებს CIMA ევრაზიის დირექტორი.

გამარჯვებული სტუდენტებისთვის დაწესებულია სტაჟირება საუკეთესო ქართულ აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიებში. ასევე გათვალისწინებულია ფულადი ჯილდოები:

I ადგილი: 1000 ლარი

I I ადგილი: 700 ლარი

I I I ადგილი: 500 ლარი

I V - VII ადგილები: 300-300 ლარი

VIII - X ადგილები: 200-200 ლარი

100 საუკეთესო მონაწილეს საჩუქრად გადაეცემა სპეციალური სამახსოვრო წიგნი „ააფის“ კითხვა-პასუხის კრებული ბუღალტერიაში.

დაინტერესების შემთხვევაში დარეგისტრირდით ბმულზე: ოლიმპიადა

 
ბანერები