ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტუდენტური კონფერენცია: „სამოქალაქო სამართლის აქტუალური და პრობლემატური საკითხები“

ღონისძიებები

2016 წლის 22 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, სამოქალაქო სამართლის მიმართულებით ატარებს კონფერენციას სახელწოდებით: „სამოქალაქო სამართლის აქტუალური და პრობლემატური საკითხები“.

პროექტი მიზნად ისახავს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების დაინტერესებას სამართლის აქტუალური საკითხების კვლევით. ქმნის აქტუალური, საინტერესო და სამოქალაქო სამართლებრივი პრობლემების მეცნიერულ ჭრილში განხილვისა და საკუთარი მიდგომის, საკუთარი დასაბუთებული აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობას. ემსახურება სტუდენტთა წახალისებას და მათი ცნობიერების ამაღლებას კერძო სამართლის საკითხებზე.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამართლის სკოლის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს.

რეგისტრაცია და ვადები:

რეგისტრაციის ბოლო ვადა - 25 მარტი

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია. კონფერენციის თემატიკა იხილეთ დანართში #1. სტუდენტებმა საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებულ ელექტრონულ მისამართთაგან ერთ-ერთზე უნდა გამოაგზავნონ აბსტრაქტი, რომელშიც უნდა განსაზღვრონ საკონფერენციო თემებიდან არჩეული თემატიკა. შესაძლებელია განსხვავებული თემის შემოთავაზებაც, რისთვისაც საჭიროა არჩეული თემის მითითება სათაურისა და აქტუალობის მოკლე დასაბუთების დართვით.

აბსტრაქტი უნდა შეიცავდეს კონფერენციაში მონაწილეობის მოტივაციას, კვლევის მიზანს და მიზნის მიღწევისთვის დასახული მეთოდების მოკლე აღწერას.

საინფორმაციო შეხვედრა - 28 მარტი, 15:00 საათ

რეგისტრირებულ სტუდენტებს 28 მარტს, 15:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ჩაუტარდებათ საინფორმაციო შეხვედრა, სადაც განემარტებათ კონფერენციის ჩატარების დეტალები.

გასაუბრება - 29 მარტს 11:00 საათი

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება გაიმართება 29 მარტს 11:00 საათიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის D103 აუდიტორიაში (გასაუბრების შესახებ აპლიკანტებს ეცნობებათ წინასწარ).

დასტური კონფერენციაში მონაწილობის შესახებ - 31 მარტი.

საკონფერენციო ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადა - 1-ლი მაისი.

საკონკურსო ნაშრომების წინასწარი შეფასების ბოლო ვადა - 7 მაისი.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირი: გიორგი გლაზოვი

ტელ.: 577 38 58 85

ელფოსტა: giorgi.glazovi@iliauni.edu.ge

საკონტაქტო პირი: ნინო ქათამაძე

ტელ.: 599 78 36 26

ელფოსტა: ninoqatamadze20@gmail.com

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას!

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები