ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტუდენტური კონფერენცია „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების როლი სამართლის განვითარებაში“

ღონისძიებები

10 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის ფედერალისტთა კლუბი სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით მართავს სტუდენტურ კონფერენციას თემაზე: „საკონსტიტუციო მართლმსაჯულების როლი სამართლის განვითარებაში“.

კონფერენციას გახსნის ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოში, აშშ-ის საელჩოს მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში მაიკ გრანტი.

კონფერენცის პირველი ნაწილი დაეთმობა შემდეგ საკითხებს:

  • ამერიკის დამფუძნებელი მამების მოღვაწეობა და პირველი კონსტიტუციის შექმნა;
  • საკონსტიტუციო მართლმსაჯულების იდეის დაბადება – მერბერი მედისონის წინააღმდეგ;
  • საკონსტიტუციო მართლმსაჯულების დამკვიდრება საქართველოში – ისტორიული კონტექსტი და მოქმედი მართლმსაჯულების სიტემა.

მეორე ნაწილი კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარ გადაწყვეტილებებში (1996-2017 წლები) მნიშვნელოვანი სამართლებრივი ტერმინების განმარტებების პრეზენტაციას დაეთმობა.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგებიან ილიაუნის ფედერალისტთა კლუბის წევრები: მურად შუბითიძე, ლევან ოსაძე, ბარბარე მაჭარაშვილი, მარიამ ხურცილავა, მაია თოდუა, თათა ლუაშვილი, ანუკი ლუაშვილი, მარიამ ხონელიძე, ნინო ბორაშვილი, ხატია სიხარულიძე, მარიამ სხილაძე, მარიამ ფორჩხიძე, გიორგი რურუა, გალაქტიონ ფახურიძე.

კონფერენციას მოდერირებას გაუწევენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის თანამშრომლები: ცენტრის დირექტორი გიორგი მელაძე და ცენტრის მკვლევარი გიორგი მუმლაძე.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში აღნიშნულ სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილეობა შეფასდება 2%-ით, დასწრება კი – 1%-ით.

დრო:10 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები