ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტუდენტური კონფერენცია მსოფლიო თეატრის მიმართულებაში

ღონისძიებები

13 ივნისს, 13:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C 315 აუდიტორიაში, ილიაუნის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სამაგისტრო პროგრამის - სახელოვნებო თეორიის და პრაქტიკის კვლევების და კულტურის მენეჯმენტი - ფარგლებში, ატარებს ერთდღიან სტუდენტურ კონფერენციას. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მსოფლიო თეატრის მიმართულებაში სამაგისტრო საფეხურის სტუდენტების მიერ შესრულებული პრეზენტაციები (პრეზენტაციების ხელმძღვანელი პროფესორი ლევან ხეთაგური).

კონფერენციის პროგრამა

12:00 საათი: დოლიძე ნინო - ავგუსტ სტრინდბერგი
13:30 საათი: ძიძიგური სოფიო - ალბერ კამიუ
14:00 საათი: ჩიხლაძე თამარ - ინგმარ ბერგმანი
14:30 საათი: ქინქლაძე ვახტანგ - მიხეილ თუმანიშვილი
15:00 საათი: ბაგაური ირინა - ჯორჯო სტრელერი
15:30 საათი: კვერნაძე ზურაბ - რობერტ სტურუა

დრო: 13 ივნისი, 13:00-17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C 315 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები