ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტუდენტური კონფერენცია: „მდგრადი განვითარების მიზნები და ერთი სარტყელი“

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, გაეროს ეკონომიკისა და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის UN DESA, საქართველოს სამრეწველო-სავაჭრო პალატის ორგანიზებით 24 ივნისს გაიმართება სტუდენტური კონფერენცია „მდგრადი განვითარების მიზნები და ერთი სარტყელი“.

კონფერენციის მედიაპარტნიორები არიან საქართველოს პირველი არხი (გადაცემა ბიზნესპარტნიორი), Caucasus Business Week და საინფორმაციო პორტალი Business Political Insights (BPI).

კონფერენციის მხარდამჭერია სამედიცინო კორპორაცია ევექსი.

კონფერენციის მიზანი

კონფერენციის მიზანია ქვეყნებს შორის რეგიონულ ინტეგრაციასა და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებარეობის პოტენციალის შესწავლა, გამოკვლევა და ანალიზი.

ვის შეუძლია კონფერენციაში მონაწილეობა?

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის ნებისმიერი მიმართულების სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივითა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვის პროცესით.

კონფერენციის ეტაპები

I ეტაპი – განაცხადების მიღება

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სააპლიკაციო ფორმის შევსება.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 26 მაისი, 18:00 საათი

ელექტრონული აპლიკაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.ly/2JH0nOy

II ეტაპი

მეორე ეტაპზე კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფი განხილვის შედეგად შეარჩევს 20 საუკეთესო აპლიკანტს, რომლებსაც გადაეგზავნებათ შესაბამისი რეკომენდაციები.

III ეტაპი

მესამე ეტაპზე შერჩეული აპლიკანტები კონფერენციაზე წარადგენენ ნაშრომებს და გამართავენ მაქსიმუმ 15-წუთიან პრეზენტაციას. თითოეული გამომსვლელის შემდეგ განხილული თემის ირგვლივ გაიმართება დისკუსია. კონფერენციის ბოლოს ჟიური შეარჩევს კონკურსის სამ გამარჯვებულს.

პრიზები

  • I ადგილი საგზური ბანგკოკში (ტაილანდი), გაეროს მხარდაჭერილ რეგიონალურ ღონისძიებაზე

  • II და III ადგილი სპეციალური პრიზები

საინფორმაციო შეხვედრა
კონფერენციასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 22 მაისს, 17:00 საათზე, G106 აუდიტორიაში.  

ასევე შეგიძლიათ შეუერთდეთ კონფერენციის დახურულ ჯგუფს, რომელშიც კონფერენციის ორგანიზატორები თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ. ჯგუფის მისამართი:http://bit.ly/2w3THSH

დამატებითი ინფორმაცია

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში რეზოლუციით მიიღო 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის, რომელიც იმავე წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში. რეზოლუციაში ჩაიწერა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება, ესენია: ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი. 2030 წლის დღის წესრიგი ამ ეტაპზე არსებული ერთადერთი გლობალური დღის წესრიგია, რომლის შესრულებაშიც ყველა ქვეყანა თანაბრად ერთვება და რომლის მთავარი გზავნილია „არავინ დარჩეს პროცესის მიღმა“.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა გამოხატა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის პრიორიტეტის მინიჭების საკითხში. საქართველოს მთავრობამ მდგრადი განვითარების მიზნების ნაციონალიზაციის პროცესი 2015 წელს დაიწყო და დღემდე ამ მიმართულებით რთული პროცესი გაიარა.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაციონალიზებული აქვს 17-ივე მიზანი, 99 ამოცანა და 200-ზე მეტი ინდიკატორი. თუმცა საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს 169 სამიზნის 2030 წლამდე  ეტაპობრივად ნაციონალიზებას.

ქვეყნებს შორის მდგრადი განვითარების მიღწევისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ასევე „სარტყელისა და გზის ინიციატივა“ (Belt and Road Initiative), რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ვაჭრობის ხელშეწყობის გზით, მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს.

2019 წელი

ბანერები