ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტუდენტური კონფერენცია „ კონფლიქტი და მედია“

ღონისძიებები

28 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს სტუდენტურ კონფერენციას „კონფლიქტი და მედია“

კონფერენცია წარმოადგენს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „Journalist training and networking“ ნაწილს - „Media Neighbourhood” (მედია სამეზობლო პროგრამის ფარგლებში“), რომელიც ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი. კონფერენციის თემაა: მედია და კონფლიქტი. მომხსენებლები იქნებიან ექსპერტების სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და ჟურნალისტები.

კონფერენციის მონაწილეების გამოსვლები და დისკუსიები აღნიშნული თემის სხვადასხვა მიმართულებას შეეხება, კერძოდ: მედიის როლს კონფლიქტების გაშუქებისას, სამხრეთ კავკასიის ბალკანიზაციას, „მშვიდობის ჟურნალისტიკის“ გავლენას და ა. შ.

კონფერენციაში ასევე მონაწილეობს და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად  მათ ჟურნალისტურ ჯილდოს წარადგენს ევროკავშირის დელეგაცია.

კონფერენციის ორგანიზატორია და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ  მედია სამეზობლო პროექტს ახორციელებს AFP Foundation (აჟანს ფრანს პრესი), როგორც კონსორციუმის ნაწილი, რომელსაც BBC Media Action ხელმძღვანელობს.

ადგილმდებარეობა :G 106 - ში, 11:00 საათზე.

იხილეთ კონფერენციის პროგრამა>>>

ბანერები