ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტუდენტური ფესტივალი Make Your Mind Free

ღონისძიებები

9 ნოემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 202 აუდიტორიაში, ილიაუნის ტურიზმის კლუბისა და ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრი გიწვევთ სტუდენტურ ფესტივალზე Make Your Mind Free.

ფესტივალი ტურიზმის კლუბისა და ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის სტუდენტებმა მოამზადეს ღონისძიებებისა და ფესტივალების მენეჯმენტში მასტერკლასის გავლის შემდეგ. მასტერკლასი 28-29 ოქტომბერს ჩატარდა ქართულ-ევროპული მარკეტინგული ასოციაციის ვიცეპრეზიდენტისა და კვლევითი ცენტრის - GFC Company - დირექტორის, იოზეფ მაჰდის ხელმძღვანელობით.

სტუდენტურ სეგმენტზე გათვლილი ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი სახალისო გასართობ-კულტურული აქტივობა: სტუდენტების ნახატების გამოფენა, პოეზიის საღამო, კარაოკე, შეჯიბრება. ფესტივალს ეყოლება ჟიური. საღამო გაფორმდება სტუდენტების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრებით. ღონისძიება ღიაა ყველა სხვა დაინტერესებული სტუდენტისათვის.

ფესტივალის ჩატარების დრო: 9 ნოემბერი, 15:00-დან 19:00 საათამდე
ადგილმდებარეობა: B 202 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები