სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში ინტელექტუალური თამაში „ჯეპარდი/Jeopardy“ გაიმართება
ღონისძიებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება.
სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 13 დეკემბერს, 13:00 საათზე, გაიმართება ინტელექტუალური თამაში „ჯეპარდი/Jeopardy“.
„ჯეპარდი/Jeopardy“ ამერიკული შემეცნებით-ინტელექტუალური თამაშია, რომელიც მონაწილეებში არაფორმალურ განათლებასა და ცოდნის დონეს ამოწმებს.
თამაში ორი რაუნდისაგან შედგება და მასში მონაწილეობას ექვსი კაცისგან შემდგარი გუნდები იღებენ. შეკითხვებს სირთულის მიხედვით მინიჭებული აქვთ სპეციალური ნომინალი. სწორი პასუხის გაცემისას მოთამაშეს ენიჭება ნომინალის შესაბამისი ქულა, არასწორი პასუხის შემთხვევაში კი აკლდება. გამარჯვებულია ის, ვინც 30 კითხვის დასმის შემდეგ დააგროვებს ყველაზე მეტ ქულას. „ჯეპარდის“ კითხვები თემატურადაა დაყოფილი და თითოეული თემა ხუთი შეკითხვისაგან შედგება.
თამაშში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის სტუდენტებისგან შემდგარ 6-კაციან გუნდებს.
გამარჯვებული გუნდი მიიღებს საგზურს ილიაუნის სეზონურ გასვლით სკოლაში (აბასთუმანი/ყაზბეგი/დედოფლისწყარო).
დრო: 13 დეკემბერი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ილია ჭავჭავაძის გამზირი N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა არაუგვიანეს 12 დეკემბრის 17:00 საათისა: https://goo.gl/k3L1rm
032 2 22 00 09 (270)
Student.affairs@iliauni.edu.ge
iliaunistudentaffairs
მ.ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5
ოთახი F105