ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტუდენტური ცხოვრების კვირეული

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-16 დეკემბერს გაიმართება სტუდენტური ცხოვრების კვირეული. ილიაუნის სტუდენტებს ყოველდღიურად შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ინტერესების შესაბამისად მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებაში.

კვირეულში აქტიურად მონაწილე სტუდენტები დაჯილდოვდებიან ზამთრის გასვლითი სკოლის საგზურებითა და სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრებით.

10 დეკემბერი

  • როგორ გავხდე წარმატებული ფრილანსერი

15:00-17:00 – toptal.com-ის უფროსი მობაილდეველოპერი, ფრილანსერი ალექსანდრე პატარიძე და უფროსი ვებდეველოპერი, ფრილანსერი სანდრო დოლიძე სტუდენტებს გაუზიარებენ გამოცდილებას – რატომ გადაწყვიტეს ფრილანსერობა, როგორ დაიწყეს მუშაობა დისტანციურად, როგორ შეძლეს შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ კარგი ანაზღაურების მიღება და, რაც მთავარია, საკუთარი ცხოვრების სტილი გახადეს ისეთი, როგორზეც ოცნებობდნენ.

E207

  • ლიტერატურული კლუბი - „მოწითალო და მოშავო“

19:00-20:00 – მწერალი ალექსანდრე ლორთქიფანიძე ისაუბრებს კრებულის „მოწითალო და მოშავო“ შესახებ. „მოწითალო და მოშავო“ ლიტერატურული ექსპერიმენტია და სამ თემატურ ნაწილადაა დაყოფილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის: https://goo.gl/PXy5Ht

წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32) 

 


11 დეკემბერი

  • ჩემპიონატი ბოულინგში (4vs4) - 2018

11:00-16:00 – ბოულინგის შიდაჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებს. თითოეულ გუნდში წევრთა რაოდენობაა 4. ტურნირში მონაწილეობის მსურველი გუნდები უნდა დარეგისტრირდნენ 9 დეკემბრამდე შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/forms/mmNX6vJh44e5cdEN2 . დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ღონისძიების ბმულზე: https://goo.gl/ZxmeAK
გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა საგზური ილიაუნის ზამთრის სკოლაში.

ბოულინგ ბარი „Ballroom“ (სავაჭრო ცენტრი „გალერია თბილისი”)

  • ილიაუნი – ბათუმის საზღვაო აკადემია

17:00-18:00 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია სპორტის საუნივერსიტეტო ჩემპიონატებში. ჩვენი ფუტსალის გუნდი ამ სეზონზე საკმაოდ კარგად ასპარეზობს. საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის თასის მერვედფინალში ილიაუნი ბათუმის საზღვაო აკადემიას ხვდება. მატჩის მნიშნელობიდან გამომდინარე გულშემატკივართა მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. გთხოვთ, მობრძანდეთ და უქომაგოთ ჩვენს გუნდს!

თბილისის ოლიმპიური სასახლე, უნივერსიტეტის ქუჩა N15 ა

 
  • კომიქსები - Stan Lee

18:00-19:30 – სანდრო გვინდაძე, ილიაუნის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მაგისტრანტი და მედიაპლატფორმა “ThroughTheNews”-ის კრეატიული მენეჯერი, ისაუბრებს კომიქსებზე, როგორც თხრობის ინსტრუმენტზე. ასევე მიმოიხილავს სტენ ლის შემოქმედებას და სხვა საინტერესო საკითხებს.

ახალი სტუდენტური სივრცე, ილიაუნის E კორპუსი, -1 სართული

 

19:30-22:00 – კომიქსების თემის განხილვის შემდეგ გაიმართება ფილმის “The Avengers” (2012) ჩვენება. ფილმმა შეძლო ის, რაც მანამდე ყველას წარმოუდგენლად მიაჩნდა – მარველის სხვადასხვა სუპერგმირის დიდ ეკრანზე გაერთიანება. სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო კომიქსებზე ფილმების გადაღების ბუმი. “The Avengers”-ის დამსახურებაა მარველის კინემატოგრაფიული სამყაროს არსებობა და განვითარება. თითქმის ყველა გმირი კი სტენ ლის შექმნილია.

ახალი სტუდენტური სივრცე, ილიაუნის E კორპუსი, -1 სართული

 


12 დეკემბერი

  • უნიმარკეტი #ლუკასთვის

12:00-17:00 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მთავარ სპეციალისტს, 23 წლის ლუკა ალიბეგაშვილს, დაუდგინდა მწვავე ლეიკემია და ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა, რომლის ღირებულებაც არის 75000$.
უნიმარკეტში მონაწილეობა და ნივთების გასაყიდად მოტანა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. უნიმარკეტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ლუკას გამოჯანმრთელებას.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://goo.gl/dE8wT9

A კორპუსის წინ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32);

  • სამაგიდო თამაშები

14:00-20:00 – ნებისმიერ სტუდენტს შეეძლება მოსვლა და დროის სასიამოვნოდ გატარება. თქვენ მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ ავითარებს სამაგიდო თამაშები სტრატეგიულ, ვერბალურ თუ სხვა უნარებს. ამასთან გექნებათ საშუალება, ითამაშოთ:

  • game of thrones
  • epic spell wars
  • one night 
  • kemet
  • shogun
  • catan
  • sabatior
  • terra mistica
  • warewolf 
  • avalon 
  • და სხვა

ახალი სტუდენტური სივრცე, ილიაუნის E კორპუსი, -1 სართული

 


 

13 დეკემბერი

  • ინტელექტუალური თამაში - Jeopardy

13:00-15:00 – Jeopardy ამერიკული სატელევიზიო ინტელექტუალური თამაშია, რომელსაც მრავალწლიანი ისტორია აქვს. თვითონ სიტყვა Jeopardy ნიშნავს რისკს; სიტუაციას, როდესაც ყველაფერი მხოლოდ სუბიექტზეა დამოკიდებული; თანაბარ შანსებს; მომენტს თამაშში, როდესაც გამარჯვებისა და დამარცხების შანსი ერთი და იგივეა;
სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ინტელექტუალურ თამაშში, გამოიჩინონ თავი და მიიღონ სამახსოვრო და ღირებული პრიზები.

B201


 

14 დეკემბერი

  • Giovanni Morra – ბრენდის ხასიათი

19:00-20:00 – Storytelling, ანუ ამბის მოყოლის ხელოვნება და ბრენდის პერსონიფიცირება – Giovanni Morra-ს, მამაკაცის აქსესუარებისა და საჩუქრების ქართული სტარტაპის ავტორებმა მომხმარებელთან საკომუნიკაციო სტრატეგიის საუკეთესო საშუალებად მიიჩნიეს და შექმნეს ბრენდის ვირტუალური სახე – ჯოვანი მორა, თავისუფალი და უშუალო პერსონაჟი, რომელიც ყოველთვის გამოხატავს საკუთარ შეხედულებას მისთვის მნიშვნელოვან თემებზე.

კომპანიის დამფუძნებელი ნათია სვანიძე გესაუბრებათ თემაზე: როგორ გადმოვცეთ ბრენდის ხასიათი.

ახალი სტუდენტური სივრცე, ილიაუნის E კორპუსი, -1 სართული

  • პავლე გაბრიჭიძე - ბრენდის შენება სოციალურ მედიაში

20:00-21:00 – პროექტ “ADS Georgia – კრეატიული სააგენტოები საქართველოში” ფარგლებში Leavingstone-ის სოციალური მედიისა და ციფრული რეკლამის განყოფილების ხელმძღვანელი პავლე გაბრიჭიძე ისაუბრებს ბრენდის შექმნის/შენების სპეციფიკასა და პრინციპებზე სოციალურ მედიაში.

ახალი სტუდენტური სივრცე

 

  • Cannes Lions - International Festival of Creativity

21:00-21:30 – კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო სარეკლამო სფეროში. ფესტივალი 1954 წელს იღებს სათავეს და ყოველწლიურად ქალაქ კანში ტარდება. პავლე გაბრიჭიძე და ნათია სვანიძე ისაუბრებენ ფესტივალზე, მის მნიშვნელობასა და საკუთარ გამოცდილებაზე, რომელიც კონკურსში მონაწილეობის დროს მიიღეს.

ახალი სტუდენტური სივრცე, ილიაუნის E კორპუსი, -1 სართული

 


 

15 დეკემბერი

  • სტუდენტური ცხოვრების ფორუმი

12:00-15:00 – ილიაუნის სტუდენტებისათვის იმართება სტუდენტური ცხოვრების ფორუმი, რომელში მონაწილეობასაც იღებენ ილიაუნის სტრუქტურული ერთეულები და სტუდენტური კლუბები. თუ გსურს, მიიღო ინფორმაცია იმ სერვისებზე, რომელთაც ილიაუნი სთავაზობს სტუდენტებს ან/და გაიგო იმ კლუბების შესახებ, რომლებიც სტუდენტურ ცხოვრებას მრავალფეროვანს ხდის, აქტიურად ჩაერთო მათ საქმიანობაში და იყო აქტიური სტუდენტი, მოდი ფორუმზე!

B201

 
  • ILIAUNI Startup Market

14:00-17:00 – ილიაუნიში ყოველწლიურად არაერთი სტუდენტი იწყებს საკუთარ სტარტაპს. თუ გსურს, გაიგო, რა შესაძლებლობებს გთავაზობთ FABLAB ILIAUNI და პრეაქსელერატორი Zoomout, რა სახის პროდუქციის დამზადება შეგიძლია და როგორ, მოდი სტარტაპგამოფენაზე და გაიცანი ილიაუნის სტარტაპერები.

A კორპუსის შიდა ეზო, თეატრის წინ

 

  • ილიაუნის თეატრი – ბრაიან ფრილის „თარგმანები”

20:00-21:45 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის სადიპლომო სპექტაკლია, რომელშიც მოქმედება ვითარდება 1833 წელს ირლანდიის პატარა დასახლება ბეილი ბეგში. სპექტაკლში ჟღერს ეზიო ბოსოს, სებასტიან ზავადსკის, ჯონათონ ლის მუსიკა და კონსტანტინე ეჯიბაშვილის სპექციალურად ამ სპექტაკლისთვის შექმნილი მუსიკალური თემა.
სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში სპექტაკლზე დასწრება შეეძლება პირველ 100 დარეგისტრირებულ სტუდენტს. რეგისტრაცია დაიწყება ორშაბათს, 10 დეკემბერს, 11:00 საათზე. 30 ბილეთი კი სხვადასხვა აქტივობაში ჩართულ სტუდენტებს გადაეცემათ.

ილიაუნის თეატრი


16 დეკემბერი

  • ილიაუნი - პსპ

18:00-19:00 – ილიაუნის ნაკრები მონაწილეობას იღებს პროფესიონალური ფუტსალის ლიგა 2-ში. 6 გუნდიდან შემდეგ ეტაპზე გადის პირველი 4 და თითოეული მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მოგიწოდებთ, ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს. აღნიშნულ ლიგაში ილიაუნის 2-დან 1 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს.

თბილისის ოლიმპიური სასახლე, უნივერსიტეტის ქუჩა N15 ა

 


საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge
032 2 22 00 09 (270),

ბანერები