ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტუდენტური ცხოვრების ფორუმი 2019

ღონისძიებები

11 ოქტომბერს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  B201 აუდიტორიაში გაიმართება სტუდენტური ცხოვრების ფორუმი, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ილიაუნის ყველა აქტიური სტუდენტური კლუბი და სხვადასხვა სამსახური.

სტუდენტური ცხოვრების ფორუმზე სტუდენტებს საშუალება ექნებათ კლუბების წარმომადგენლებისგან მიიღონ ინფორმაცია მათი საქმიანობისა და კლუბში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ.

დაინტერესებული პირები ასევე შეძლებენ ინდივიდუალური კონსულტაციების გავლას ილიაუნის ცალკეული სამსახურების წარმომადგენლებთან და ინფორმაციის მიღებას მათ სერვისებსა თუ შესაძლებლობებზე.

ღონისძიება დააინტერესებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი კურსისა და მიმართულების სტუდენტებს.

დასწრება თავისუფალია!

სტუდენტური ცხოვრების ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ:

ილიაუნის სამსახურები:

  • საგარეო ურთიერთობების სამსახური - სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
  • განვითარების სამსახური - გრანტები და დაფინანსების მოპოვება კვლევებისთვის.
  • ბიბლიოთეკა - ბიბლიოთეკის სერვისები, წიგნის შეძენა, რიდერის დამზადება, ონლაინ მომსახურება, ჯგუფური სამუშაო სივრცეები. 
  • Zoomout - პრე-აქსელერატორი, სტარტაპების და დამწყები მეწარმეების ხელშეწყობა.
  • ფაბლაბი - სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია.
  • ლიგამუსი - წიგნის სახლი, კაფე, სამკითხველო დარბაზი, საჯარო შეხვედრების სივრცე.
  • მუსიკის ცენტრი - მუსიკის სხვადასხვა მიმართულების სწავლება ძირითად და მაინორ პროგრამებად.
  • აკადემიური წერის ცენტრი - კონსულტაციები და სემინარები აკადემიურ წერასა და პრეზენტაციის შედგენასთან დაკავშირებით.
  • ილიაუნის თეატრი - თეატრალური სივრცე, სტუდენტური ფასდაკლებები. 
  • დებატების კლუბი - საჯარო დებატები, ტურნირები, დისკუსიები, სხვადასხვა ტიპის დებატების ტექნიკის შესწავლა.
  • სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი - სტუდენტური პროექტების ინიცირება, სხვადასხვა სტუდენტური ღონისძიებები, სპორტი, სტუდენტების დასაქმება, ზამთრის და საზაფხულო სკოლები, კონსულტაციები, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული შენიშვნების რეგისტრაცია.

ილიაუნის სტუდენტური გაერთიანებები:

  • ილიაუნის ეკომოლაშქრეთა კლუბი
  • ფედერალისტთა  კლუბი
  • E Pluribus Unum
  • ილიაუნის ისტორიის სტუდენტური კლუბი
  • მენეჯერთა კლუბი
  • სტუდენტური თვითმმართველობა
  • ახალგაზრდა სოციოლოგთა კლუბი
  • კულტურის კლუბი
  • ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი
  • ილიაუნის არქეოლოგიის სტუდენტური კლუბი
  • ილიაუნის სპორტული ფანკლუბი 
  • ილიაუნის ბიზნესის სტუდენტური კლუბი - Publicity
  • ილიაუნის მეცნიერების პოპულარიზაციის სტუდენტური კლუბი S.T.E.A.M
  • ფსიქოლოგთა სტუდენტური კლუბი

თითოეული კლუბი სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს და მასში გაწევრიანება ილიაუნის ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია.

ფორუმზე მოსულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ადგილზე შეავსონ კლუბებში გაწევრიანებისთვის საჭირო სარეგისტრაციო ფორმა.

 

დრო: 11 ოქტომბერი, 12:00-15:00 საათი

ადგილმდებარეობა: B 201 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)


 

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

032 2 22 00 09 (270)

ბანერები