ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია 2010

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტი 2010 წლის 19 მაისს მართავს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას. კონფერენციის მიზანია: ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, აქტიური და ინიციატივიანი სტუდენტების წარმოჩენა და წახალისება. 

სტუდენტებს საშუალება ექნებათ გამოხატონ თავიანთი აზრი და წინადადებები სპორტის ფაკულტეტის ახალ საბაკალავრო პროგრამებთან დაკავშირებით.
გამარჯვებული სტუდენტები და მათი ხელმძღვანელები დაჯილდოვდებიან სიგელებით.

განაცხადის ფორმა:
• მომხსენებლის გვარი, სახელი,
• სასწავლო სტატუსი,
• მისამართი, ტელეფონი (მობილური) ელექტრონული ფოსტის მისამართი
• მოხსენების სათაური
• მეცნიერ-ხელმძღვანელის სახელი, გვარი, სტატუსი.

მასალების გაფორმების წესი:
• ტექსტის ენა - ქართული;
• ფურცლის ზომა - A - 4;
• მინდორი: ზევით-ქვევით - 2სმ; მარჯვნივ1,5 სმ, მარცხნივ - 3სმ;
• შრიფტი - აკადნუსხური;
• შრიფტის ზომა - 12;
• სტრიქონებს შორის მანძილი -1,5.

თეზისების ტექსტის ფორმატი:
• თემის სახელწოდება: აკადნუსხური, bold, 14;
• ავტორი: აკადნუსხური, bold, 12, ინიციალები (გვარის წინ), ავტორის და ხელმძღვანელის გვარი დაიბეჭდება მარჯვნივ, ინიციალები იბეჭდება ინტერვალის გარეშე იტალიკით;
• ძირითადი ტექსტი: აკადნუსხური, 12.

მომხსენებლის რეგლამენტი განისაზღვრება 10 წუთით.

თეზისების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით,
unisport@iliauni.edu.ge
ან პირადად (CD-ზე ჩაწერილი)

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
22 99 70
განაცხადების შემოტანა: 2010 წლის 10 მაისამდე.

 

 

ბანერები