ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ღონისძიებები

სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

სტუდენტები 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო

18-20 ივლისი, 2019 წელი


თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა: 10 აპრილი, 2019 წელი

21-ე საუკუნემ ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა უნივერსიტეტები. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა უნივერსიტეტში მიმდინარეობს გარკვეული შიდა ტრანსფორმაციები, ეს საკმარისი არ არის, რომ მათ სრულად უპასუხონ იმ საზოგადოების მოთხოვნებს, რომლის პროდუქტსაც წარმოადგენენ.

დღევანდელი სამყაროს კომპლექსური ხასიათი, გლობალიზაცია, ახალი ტექნოლოგიები, მიგრაციები, საერთაშორისო კონკურენცია, ბაზრების განვითარება, ისევე როგორც გარემოსა და ტრანსნაციონალური პოლიტიკის გამოწვევები, ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც მოითხოვენ იმ კომპტენციებისა და ცოდნის შეძენას, რომლებიც დასჭირდებათ სტუდენტებს 21-ე საუკუნეში წარმატების მიღწევაში.

21-ე საუკუნის გამოწვევები მოითხოვენ ფართო კომპეტენციების ერთობლიობას, სახელდობრ, სპეციალიზებულ, ასევე სოციალურ და ინტერკულტურულ კომპეტენციებს, ინგლისურთან ერთად სხვა ენებისა და იმ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალთა ცოდნასაც, რომლებიც გავლენას ახდენენ საზოგადოებებზე.

შესაბამისად, ბოლო ორი ათეული წელია, მსოფლიოში წარმოიშვა სწავლა/სწავლების ახალი მოდელის შემუშავების აუცილებლობა. დღეისათვის არსებობს უამრავი ტექსტი, რომლებიც კონცენტრირებულია ძირითადად სამ თემაზე –სწავლა/სწავლების ახალი მოდელის შემუშავების მოტივაციები, სპეციფიკური კომპეტენციები და უნარ-ჩვევები, რომელთა გამომუშავება აუცილებელია, რათა უპასუხო 21-ე საუკუნის გამოწვევებს, და ამ უნარების სტიმულირების პედაგოგიკა (Cynthia Luna Scott, 2015).

იუნესკოს მიერ სასწავლო პროცესის ტრანსფორმაციის მიზნით 2015 წელს შემუშავებული დოკუმენტი გვთავაზობს იმ კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალს, რომელთა სასწავლო პროცესში დანერგვა და ამ მიზნით შესაბამისი პედაგოგიკის შემუშავება ხელს შეუწყობს, რომ საუნივერსიტეტო განათლების მიღების შემდეგ ახალგაზრდებმა შეძლონ, უპასუხონ იმ გამოწვევებს, რომლებსაც საზოგადოება და შრომის ბაზარი მათ წინაშე აყენებს 21-ე საუკუნეში.

გამოწვევებს შორის მნიშვნელოვანია ახალი, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა სასწავლო პროცესში და შესაბამისი პირობების შექმნა სტუდენტებისა და პროფესორებისათვის, რათა მათ შეძლონ სწავლა/სწავლების ტრადიციულ ფორმებთან ერთად მაქსიმალურად გამოიყენონ ის ახალი ტექნოლოგიები, რომლებსაც 21-ე საუკუნე გვთავაზობს. ამასთან დღეს, ციფრულ ეპოქაში, როდესაც სტუდენტისთვის დროის უმცირეს მონაკვეთში ხელმისაწვდომია ნებისმიერი სახის შემოწმებული თუ შეუმოწმებელი ინფორმაცია, უნივერსიტეტის მოვალეობაა, განუვითაროს მათ კრიტიკული ანალიზის უნარი, ასწავლოს, როგორ გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები, როგორ შეარჩიონ საჭირო ინფორმაცია სპეციალობის დაუფლებისათვის საჭირო ცოდნის მისაღებად და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად.

კონფერენციის მიზანია, გამოარკვიოს, როგორ მიმდინარეობს ამ მხრივ საჭირო რეფორმები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში, როგორ არიან ჩართულები სტუდენტები ამ რეფორმების ინიცირებასა და განხორციელებაში, როგორ წარმოუდგენიათ მათ ის კავშირი, რომელიც უნდა არსებობდეს უნივერსიტეტებსა და დასაქმების ბაზარს შორის, როგორ უნდა ხდებოდეს პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება სასწავლო პროცესში, როგორია სტუდენტთა ჩართულობა სხვადასხვა პროექტის შემუშავებასა და განხორციელებაში, რამდენად აქვთ მათ შანსი და შესაძლებლობა, სწავლის დროს პროფესორებთან ერთად მონაწილეობა მიიღონ კვლევით საქმიანობაში, რაც მათ დაეხმარება ისეთი კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების შეძენაში, როგორებიცაა: მეტაკოგნიტიური და ინტერკულტურული კომპეტენციები, გუნდური მუშაობა, თანამშრომლობა და ლიდერობა, ინიციატივა და საწარმოს ცოდნა, მართვა, ორგანიზება, ცნობისმოყვარეობა და წარმოსახვის უნარი, ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის, ინფორმაციის მოპოვების, კრიტიკული ანალიზისა და პრობლემების გადაჭრის უნარი, მოქნილობა/მოხერხებულობა და ადაპტაციის უნარი, გარისკვა და კრეატიულობა (Wagner 2010).

აღნიშნულიდან გამომდინარე კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები შემდეგ თემებზე:

  • სწავლა/სწავლება და ციფრული ტექნოლოგიები;
  • კვლევის კომპონენტი სასწავლო პროცესში;
  • უნივერსიტეტი და დასაქმების ბაზარი: სტუდენტი-უნივერსიტეტი-საწარმო;
  • კავშირი სკოლასა და უნივერსიტეტს შორის;
  • განათლების რეფორმა, მიღწევები და ნაკლოვანებები;
  • მისაღები გამოცდები თუ საატესტატო გამოცდები?
  • სპეციალობის დასაუფლებლად შედგენილი პროგრამები და სტუდენტთა მოლოდინები;
  • არჩეული სპეციალობის დაუფლებისათვის საჭირო მატერიალური და აკადემიური რესურსები;
  • საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა და ონლაინრესურსებით სარგებლობის პირობები;
  • სტუდენტთა პროფესიული ჩართულობა: სტაჟირება, როგორც პროფესიული დახელოვნების აუცილებელი პირობა, მაგისტრატურაში სწავლის დროს;
  • ტრადიციული და ონლაინსწავლების უპირატესობები და ხარვეზები;
  • სწავლის (და კვლევის) ინტერნაციონალიზაცია და სტუდენტების მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში – ინტერკულტურული კომპეტენიის შეძენის ერთ-ერთი პირობა;
  • ენობრივი უნიფორმიზაცია თუ მრავალენოვნება?

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ შემოგვთავაზონ საუნივერსიტეტო განათლებასთან დაკავშირებული სხვა თემებიც.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ფრანგული, ინგლისური

ანონიმი ექსპერტების მიერ ორმაგი შეფასების შედეგად შერჩეული სტატიები გამოქვეყნდება წარმოდგენილი მოხსენებების ენებზე CODFREURCOR-ის ჟურნალის Études interdisciplinaires en Sciences humaines (ინტერდისციპლინური კვლევები ჰუმანიტარულ მეცნიერებებში) მე-7 ნომრის დამატებაში.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად: თქვენი განაცხადი უნდა წარმოადგინოთ Word-ის ფორმატში (Times New Roman, 12 p.p) და ის უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • სამოქალაქო სტატუსი (ბატონი, ქალბატონი)
  • სტუდენტური სტატუსი: (ბაკალავრი, მაგისტრანტი, დოქტორანტი) -
  • სახელი - 
  • გვარი -
  • უნივერსიტეტი -
  • საფოსტო მისამართი - 
  • ტელეფონის ნომერი -
  •  ელექტრონული მისამართი -
  •  მოხსენების სათაური (მაქსიმუმ 20 სიტყვა) -
  •  მოხსენების რეზიუმე და საკვანძო სიტყვები მოხსენების ენაზე და ინგლისურად (მაქსიმუმ 250 სიტყვა) - 

გთხოვთ, განაცხადი შესაბამისი ფორმით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: colloqueetudiant@iliauni.edu.ge

თარიღები

  • მოხსენებისათვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10 აპრილი, 2019 წელი

  • მოხსენების მიღების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის ბოლო ვადა: 30 მაისი, 2019 წელი

  • კონფერენციის პროგრამის გამოქვეყნება: 15 ივნისი, 2019 წელი

საორგანიზაციო კომიტეტი:

მეგი გაფრინდაშვილი – megi.gaprindashvili.1@iliauni.edu.ge

ელზა იმნაძე – elza.imnadze@iliauni.edu.ge

სალომე ლაფაჩიშვილი – salome.lapachishvili@iliauni.edu.ge

სალომე ფანცულაია – salome.pantsulaia.1@iliauni.edu.ge

ნინო ხარაზიშვილი – ninakharaz@yahoo.fr

მარიამ ხარებავა – mariami.kharebava.1@iliauni.edu.ge


სამეცნიერო კომიტეტი:

  • ბლბულიან ტაგუჰი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • გარნიე ელეონორ, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ატაშე

  • გვალია გიორგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი

  • გვანცელაძე თემურ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • გრიგორიანი კარინე, ერევნის ბრიუსოვის ლინგვისტიკის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • დობორჯგინიძე ნინო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ვიცე-რექტორი

  • დოხტურიშვილი მზაღო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ეიბენ ნელი, ტიმიშუარას დასავლეთის უნივერსიტეტი

  • ვრაბი დიანა, ბალცის „ალეკუ რუსოს“ სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ზბანტ ლუდმილა, მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ლომიძე მირანდა, ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადოქტორო კოლეჯის CODFREURCOR დირექტორი

  • მამაცაშვილი ათინათი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ნოზაძე ლიანა, ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • პატარაია ნინო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • პატრას როქსანა, იასის „ალექსანდრუ იოან კუზას“ უნივერსიტეტი

  • სურგულაძე ნატალია, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ფრუმუშანი დანიელა, ბუქარესტის ინივერსიტეტი

  • ქავთარაძე ნინო, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ღუტიძე ინგა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • შავერდაშვილი ეკატერინე, ილიას ახელმწიფო უნივერსიტეტი

  • ხარებავა მაყვალა, ეგეოსის უნივერსიტეტი

  • ხოსიტაშვილი გიგა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

 

 

 

 

ბანერები