ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სტუდენტები 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე“

ღონისძიებები

18-20 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სტუდენტები 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე“. კონფერენციის ორგანიზატორია მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რომანული ურთიერთგაგება. ინტერტექსტუალური დიალოგი (ICRDIT). 

კონფერენციაში მონაწილეობს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 44 სტუდენტი, მათ შორის: 30 სტუდენტი საქართველოს 7 უნივერსიტეტიდან, 4 რუმინეთის 2 უნივერსიტეტიდან, 9 სომხეთის ორი უნივერსიტეტიდან და ერთი სორბონის პარიზი 3-ის უნივერსიტეტიდან.

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ფრანგული, ინგლისური

კონფერენციის პროგრამა და მოხსენებების თეზისები შეგიძლიათ იხილოთ კონფერენციის საიტზე https://colloqueetudiant.iliauni.edu.ge

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება სტუდენტთა მხატვრული ნამუშევრების გამოფენა, ხოლო დახურვის დღეს –  სტუდენტთა შემოქმედებითი საღამო.

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები