ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტუდენტების სტაჟირება ლიბერთი ბანკში

ღონისძიებები

6 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორიაში,  ლიბერთი ბანკის კვირეულის ფარგლებში, შედგება ლიბერთი ბანკის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან. შეხვედრის თემაა სტუდენტების სტაჟირება. ”ლიბერთი ბანკსა” და ილიაუნის ბიზნესის სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, ბიზნესის სკოლის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, სტაჟირება გაიარონ ლიბერთი ბანკში ბანკის მიერ წარმოდგენილი ვაკანსიების შესაბამისად. შეხვედრაზე სტუდენტებმა თან უნდა იქონიონ თავიანთი რეზიუმეები.

შეხვედრის დრო: 6 ნოემბერი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 207

ბანერები