ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტუდენტების შეხვედრა პროკრედიტ ბანკის წარმომადგენელთან

ღონისძიებები

ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით ა.წ. 14 დეკემბერს, 16.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (G 106-ე აუდიტორია, მის.: ჩოლოყაშვილის 3/5) გაიმართება სტუდენტების შეხვედრა პროკრედიტ ბანკის ადამიანური რესურსების სამმართველოს უფროსთან, ნინო ბაქარაშვილთან და კადრების შერჩევის სპეციალისტთან, მაკა ხეცურიანთან, პროკრედიტ ბანკის მიერ გამოცხადებულ „ახალგაზრდა ბანკირების პროგრამის“ (www.procreditbank.ge/career) ფარგლებში. ბანკი დაინტერესებულ ახალგაზრდებს დასაქმებისა და კარიერის შექმნის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. პროგრამის ხანგრძლივობაა 6 თვე, მისი მსვლელობისას მონაწილეებზე გაიცემა ყოველთვიური სტიპენდია, ხოლო რეგიონის წარმომადგენლებს ბანკი დროებითი საცხოვრებლითაც უზრუნველყოფს.

დასწრება თავისუფალია.

ბანერები