ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტუდენტების საყურადღებოდ - წლის შემაჯამებელი დასაქმების ფორუმი ილიაუნიში

ღონისძიებები

10 ივლისს, 12:00-დან 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოთხივე ფაკულტეტის (მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის, სამართლის სკოლის და ბიზნესის სკოლის) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებისათვის B კორპუსის 202 აუდიტორიაში გაიმართება დასაქმების ფორუმი. 

ფორუმზე სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, შეიტყონ იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ამა თუ იმ კომპანიაში არსებობს და, ზოგადად, დასახონ გეგმები - რაში უნდა გაძლიერდნენ, რომ მათზე მოთხოვნა გაიზარდოს დასაქმების ბაზარზე. ფორუმის მსვლელობისას გამოყოფილი იქნება საპრეზენტაციო დარბაზი, სადაც კომპანიები ჩაატარებენ პრეზენტაციებს. პრეზენტაციების ჩატარების განრიგს გაეცანით ბმულზე.

დასაქმების ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ:

  • სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი”
  • „სოციოლოგი”
  • შპს „HR პარტნერსი“
  • „ორბელიანი-საქართველო”
  • შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“
  • სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი „აისი“
  • სასკოლო კვლევების ცენტრი
  • studentjob.ge
  • „აი სი ჯგუფი”
  • არასამთავრობო ასოციაცია ”ჰერა XXI"
  • Georgian Credit
  • "საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი"
  • „იმედი L”
  • "ათინათი "
  • IDFI
  • იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი
  • სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტო
  • თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
  • სადაზღვევო კომპანია „ალდაგი”
  • სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი
  • შპს „არქი“
  • საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები”
  • „ფლიტ მედია”
  • სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“
  • „ლიბერთი ბანკი”
  • თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანება
  • „მინიკრედიტი”
  • „ვისოლ ჯგუფი”
  • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრედო"
  • საქართველოს ფოსტა
  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 
  • შპს ,,საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ"
  • შპს ფრანკე ავკასუსი (Franke Caucasus Ltd.)

მონაწილე კომპანიების რაოდენობა იზრდება.

რჩევა: დასაქმების ფორუმზე თან იქონიეთ თქვენი CV-ის რამდენიმე ასლი, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლებს დაუტოვებთ. 

  • გთავაზობთ CV-ის ჩვენ მიერ შემუშავებულ სტანდარტულ ფორმას, რომელიც შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ. 
ბანერები