ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტიპენდიების პროგრამის პრეზენტაცია

ღონისძიებები

ოთხშაბათს, 31 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (A კორპუსი, 101-ე აუდიტორია; მის: ი.ჭავჭავაძის 32) სააქციო საზოგადოება „ქართული ფოლადი" გამართავს სტიპენდიების პროგრამის პრეზენტაციას.

სააქციო საზოგადოება „ქართული ფოლადი" საქართველოს უნივერსიტეტების ბაკალავრიატის მესამე კურსელთათვის აცხადებს კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად. კონკურსი შედგება სამი ტურისგან, საბოლოოდ კი შეირჩევა 10 სტიპენდიანტი. გამორჩეულ სტუდენტებს 1 წლის განმავლობაში დაენიშნებათ სტიპენდია 200 ლარის ოდენობით.

საკონკურსო პირობებს გაეცნობით პრეზენტაციაზე.

ბანერები