ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის სამეცნიერო კაფეში: სტენლი მალოის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

20 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანთან, სტენლი მალოისთან.

საუბრის თემა: Evolution of new Infectious Diseases

სტენლი მალოიმ დოქტორის ხარისხი კალიფორნიის უნივერსიტეტში, ირვინში მიიღო ბიოლოგიასა და ბიოქიმიაში. ის 18 წლის განმავლობაში იყო ილინოისის Urbana-Champaign-ის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის პროფესორი, შემდეგ კი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (SDSU) გადავიდა სამუშაოდ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი გახდა. ის ამერიკის მიკრობიოლოგიის აკადემიის არჩეული წევრია. იკავებდა ამერიკის მიკრობიოლოგიური საზოგადოების (პროფესიული გაერთიანება 40000 წევრით) პრეზიდენტის ადგილს. სტენლი მალოი მუშაობდა მრეწველობაში და აშშ-ის მთავრობის მრჩეველი იყო ბიოლოგიური უსაფრთხოების, ბიოლოგიური თავდაცვის, კვლევისა და ჯანდაცვის პოლიტიკის საკითხებში. მისი ლაბორატორია იკვლევს მიკრობული დაავადებების ევოლუციას და ახალი ვაქცინებისა და ანტიბიოტიკების განვითარებას.

შეხვედრის დრო: 20 აპრილი 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გიორგი წერეთლის ქ. №1)

დასწრება თავისუფალია

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები