ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„სტატისტიკა და ანალიზი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ახალგაზრდობის შესახებ“ - კვლევის შედეგების პრეზენტაცია

ღონისძიებები

16 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში გაიმართება სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ 2016 წელს ჩატარებული კვლევის - „სტატისტიკა და ანალიზი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ახალგაზრდობის შესახებ“ - შედეგების პრეზენტაცია. 
პრეზენტაციის მიზანია ფართო საზოგადოებისთვის ძირითადი დასკვნების გაცნობა, განხორციელებული ღონისძიებების წარდგენა და სამომავლო აქტივობებზე საუბარი, რომლებიც კვლევის ანალიზის შედეგად წარმოჩინდა.

დრო: 16 მარტი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები