ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Startup school - გახდი მეწარმე ილიაუნისთან ერთად

ღონისძიებები

21 ნოემბერს, 12 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S101 აუდიტორიაში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ჩატარდება Startup school  - გახდი მეწარმე ილიაუნისთან ერთად.

Startup School ბუთქემფის მიზანია განავითაროს სკოლის მოსწავლეების სამეწარმეო უნარ-ჩვევები და ხელი შეუწყოს მათთვის მეწარმეობისა და სტარტაპების შესახებ საბაზისო ცოდნის გადაცემას. პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ერთდღიანი ინტენსიური ბიზნესბუთ კემპ შეხვედრის სახით განხორციელდება. მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს და დაეუფლონ ბიზნესდაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის უნარ-ჩვევებს.

მოსწავლეებს მენტორობას გაუწევენ ფაბლაბისა და ზუმაუთის თანამშრომლები. 

სამიზნე აუდიტორია:

სკოლის მოსწავლეები (IX-XII კლასები) რომლებსაც სურვილი აქვთ, მიიღონ საბაზისო ცოდნა მეწარმეობისა და სტარტაპის შექმნის პროცედურების შესახებ.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს -  https://forms.gle/CXEpPxDmzz42jtuF9 

რეგისტრაციის ვადა: 18 ნოემბერი, 23:59 სთ.

დრო: 21 ნოემბერი, 12:00-18:00 საათი

ადგილმდებარეობა: S101 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები