ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

გლობალური მეწარმეობის კვირეული: startup night

ღონისძიებები

20 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში გაიმართება საჯარო ონლაინლექცია startup night.

შეხვედრაზე წარმატებული სტარტაპერები მოგიყვებიან თავიანთი წარმატების შესახებ, თუ რა გზა გაიარეს იქ მისასვლელად, სადაც ახლა იმყოფებიან, ასევე პრობლემებსა და დაბრკოლებებზე.

მომხსენებლები: სტარტაპ Phubber-ის თანადამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი, სტარტაპ Stack-ის თანადამფუძნებელი გიორგი ლალიაშვილი

➤ Phubber, ციფრული პლატფორმა სოციალური შოპინგისთვის, მომხმარებელს საშუალებას აძლევს თავისი გარდერობი ონლაინმაღაზიად აქციოს. ის 2019 წლიდან არსებობს და დღეს საქართველოში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყველაზე დიდი ონლაინმაღაზიაა.

➤ Stack, ქართული წარმოშობის საერთაშორისო სტარტაპი, ინტერნეტბრაუზერის ქართულ ალტერნატივას ქმნის. კომპანიამ 2018 წლის ნოემბერში დაიწყო ოპერირება და ამ დროისთვის 2000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს ამერიკიდან, იაპონიიდან და ევროპიდან.

ორივე ქართული სტარტაპი მსოფლიო უმსხვილესი აქსელერატორის 500 სტარტაპის ტოპ 5 საუკეთესო კომპანიაში მოხვდა.

#GEWILIAUNI #GEW2020 #Fablab #fablabiliauni

 

ბანერები