ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნი და Start up Grind თბილისი მასპინძლობს ინდრეკ რებეინს და კაი აილენდს

ღონისძიებები

16 ივლისს, 18:00-დან 20:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და Start up Grind თბილისი  მასპინძლობს ინდრეკ რებეინს და კაი აილენდს.

„სტარტაპ გრაინდი“ არის გლობალური „სტარტაპ“ თანამეგობრობა, რომლის მიზანია, გაანათლოს, შთააგონოს და დააკავშიროს ახალგაზრდა მეწარმეები. ის ყოველთვიურად მასპინძლობს ღონისძიებებს 40 ქალაქსა და 20 ქვეყანაში, სადაც მონაწილეობენ ადგილობრივი დამფუძნებლები, ინოვატორები, განმანათლებლები და ინვესტორები. ისინი ერთმანეთს უზიარებენ პერსონალურ ისტორიებს და წარმატებული კომპანიების მუშაობის გამოცდილებას. „სტარტაპ გრაინდის“ სისტემატური ინტერვიუები, შეხვედრები და წლიური კონფერენციები ხელს უწყობს მასში მომუშავე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებას, „სტარტაპებს“ კი აძლევს საშუალებას, გახდნენ ძლიერი ქსელის ნაწილი, ჩამოაყალიბონ მნიშვნელოვანი კავშირები და მიიღონ შთაგონება მომავალი განვითარებისთვის.

ინდრეკ რებეინი ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერია კომპიუტერული ტექნიკის აქსელერატორ კომპანიაში BuiltIt. ის ძირითადად მოღვაწეობს ელექტრონიკის ინდუსტრიის სფეროში. 2012 წელს, ინდრეკი ესტონეთში გამართული შვედური ბიზნესდაჯილდოების მიერ აღიარებული იქნა წლის ახალგაზრდა მეწარმედ, ელექტრონიკის საინჟინრო მომსახურების ბიურო "ჰეჯჰოგისთვის" გაწეული სამუშაოსთვის. 2014 წელს, ინდკერი შეუერთდა ტექნიკის აქსელერატორი კომპანია BuiltIt-ის ბირთვულ გუნდს იმისასთვის, რომ დაეხმაროს ახალ „სტარტაპებს“ იდეების განმტკიცებასა და მათი ბიზნესის სწორად წარმართვაში.

კაი აილენდის სამუშაო გამოცდილება მიმართულია  სოციალური მედიამარკეტინგისა და სოციალური და სამომხმარებლო კმაყოფილებისკენ ორიენტირებული ბრენდების შექმნისკენ. ამჟამად კაი მუშაობს ფონდთან Garage48, სადაც ორგანიზებას უწევს ჰაკატონებს აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და აფრიკაში, რითაც აძლიერებს „სტარტაპების“ ადგილობრივ ეკოსისტემებს, ეხმარება „სტარტაპებსა“ და კორპორაციებს შორის ორმხრივად მომგებიანი კავშირების დამყარებას. კაის სჯერა, რომ ახლად წამოწყებული „სტარტაპის“ თემი უნდა ემყარებოდეს იმ დამოკიდებულებას, რომლის მიხედვითაც, დახმარების სანაცვლოდ, ისინი დაეხმარებიან სხვებს. კაის მიზანია, დააკავშიროს „სტარტაპების“ დამფუძნებლები წარმატებულ მეწარმეებთან ნამდვილი ინოვაციის შესაქმნელად.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

დრო: 16 ივლისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები