ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სტაჟირება “OUTDOOR.GE”-ში

ღონისძიებები

19 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სარეკლამო კომპანია “OUTDOOR.GE”-ს  შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. 

მემორანდუმის თანახმად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები სარეკლამო კომპანია “OUTDOOR.GE ”-ში სტაჟირებას გაივლიან.

მემორანდუმს ხელს მოაწერენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე და კომპანია “OUTDOOR.GE”-ს  გენერალური დირექტორი დიმიტრი ჩიქოვანი. მემორანდუმი გაფორმდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, “A” კორპუსი, 101-ე აუდიტორია; მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32.

ბანერები