ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სპორტის ფაკულტეტის სამეცნიერო კონფერენცია

ღონისძიებები

19 მაისს, 14:00 საათზე, (ავსტრიული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში; მის: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტი მართავს ყოველწლიურ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციის მიზანია სპორტის მეცნიერების განვითარებისათვის შესაფერისი პირობების შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამაში მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული სწავლის პრინციპის რეალიზება, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის წახალისება. კონფერენცია ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, აქტიური და ინიციატივიანი სტუდენტების წარმოჩენას.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, რომლებიც სპორტული სპეციალიზაციების სამეცნიერო- პრაქტიკუკლ საკითხებს მიმოიხილავენ და ფაკულტეტის თანამშრომლები, რომელებიც უხელმძღვანელებენ კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს. წარმოდგენილი იქნება სპორტის მიმართულებით განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ამსახველი მასალა.

ბანერები