ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სპორტის ფაკულტეტის ღია კარის დღე

24 აპრილს 12:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტის ფაკულტეტი ატარებს ღია კარის დღეს 2010-2011 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამებთან დაკავშირებით.

ფაკულტეტი 2010-2011 სასწავლო წელს მიღებას აცხადებს ორ საბაკალავრო პროგრამაზე:

•  ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი (მისაღები კონტიგენტი - 50).
• გუნდური/ინდივიდუალური სპორტის სახეობების მწვრთნელი (მისაღები კონტიგენტი - 100).

სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატზე ჩასარიცხად აბიტურიენტი გადის სპორტულ ტურს, რომელიც ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.

ღია კარის დღეზე თქვენ მიიღებთ თქვენთვის საინტრესო ინფორმაციას სპორტულ ტურთან დაკავშირებით. (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, 105-ე აუდიტორია).

ბანერები