ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სპექტაკლის პრემიერა ილიაუნის თეატრში

ღონისძიებები

16 და 17 აპრილს, 20:00 საათზე, ილიაუნის თეატრში მიმდინარე თეატრალურ სეზონზე რიგით მესამე პრემიერა გაიმართება. თანამედროვე კანადელი დრამატურგის იზაბელ დორეს პიესაზე „სეზარი და დრანა“ რეჟისორმა რუსუდან კობიაშვილმა იმუშავა. „სეზარი დადრანა“ მონოსპექტაკლია და ბოშა ქალზე, დრანაზე მოგვითხრობს. დრანას როლს ლილი ხურითი თამაშობს, შემოქმედებითი ჯგუფიც მხოლოდ ქალებისგან შედგება. პიესა ფრანგულიდან ქეთი კვანტალიანმა თარგმნა, ორიგინალური მუსიკა სპეციალურად სპექტაკლისთვის კომპოზიტორმა მაია გოქსაძემ შექმნა, სპექტაკლი დანიაში მოღვაწე მხატვარმა თამარ კობიაშვილმა გააფორმა.

დრო: 16, 17 აპრილი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის გამზ. №32)

ბანერები