ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სპექტაკლი ზამთრის სიზმარი

ღონისძიებები

28 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიაუნის თეატრში  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წმ. გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრის  და ფონდი ”ღია საზოგადოებას საქართველოს” ორგანიზებით გაიმართება საახალწლო  წარმოდგენა ”ზამთრის სიზმარი”. 

პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტის კურსდამთავრებული თიკო მუზაშვილი. სპექტაკლში მონაწილეობას იღებს  აუტიზმის ცენტრის 12 სასკოლო ასაკის მოსწავლე, მათი კლასელები და ილიაუნის სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები. ღონისძიება ეძღვნება შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საერთაშორისო დღეს, რომელიც ყოველ წელს 3 დეკემბერს აღინიშნება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წმინდა გიორგის სახელობის აუტიზმის ცენტრი 2010 წლის მაისში გაიხსნა. მისი მიზანია აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონეპირების საბაზისო უნარების ჩამოყალიბება და სკოლაში ინკლუზია. ცენტრი ემსახურება აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებს. ცენტრში  მუშაობა მიმდინარეობს გამოყენებითი ქცევის ანალიზის მეთოდის მიხედვით.

ბანერები