ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სპექტაკლი „უხერხემლო“

ღონისძიებები

12 ნოემბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სპექტაკლი „უხერხემლო“, დრამა ერთ მოქმედებად.

სპექტაკლის შესახებ  

როგორია საქართველოში ცხოვრება, როდესაც განსხვავებული ხარ? რა უნდა დაუპირისპირო მეგობრების, ოჯახის, საზოგადოების, ქვეყნის გულგრილობას? როგორ უნდა გადარჩე, ან ღირს კი გადარჩენა, როდესაც არავის სჭირდები, არავის ესმის შენი? ამ ტრაგიკულ ამბავში, რომელიც დრამატურგმა ალექს ჩიღვინაძემ რეალურ ისტორიაზე დაფუძნებით დაწერა, თითქოს მთელი საზოგადოების პრობლემებია გაერთიანებული და დაფიქრებისკენ გვიბიძგებს, როგორ შევცვალოთ ის ქვეყანა, სადაც მშობლებს განსხვავებული ორიენტაციის შვილის დაკრძალვა მეზობლებისგან, სოფლისგან, ქვეყნისგან მალულად უწევთ.

ვინ შექმნა სპექტაკლი

  • რეჟისორი გელა გულიაშვილი (სადიპლომო ნაშრომი)
  • მხატვარი თეო კუხიანიძე
  • ტექნიკური რეჟისორი მაკა მეტრეველი
  • დადგმის ხელმძღვანელი: ვანო ხუციშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

  • მართა – მაიკო ხორნაული
  • მამია – გიორგი ცერცვაძე
  • ნინო – ანიკო შურღაია
  • დანიელი – გიორგი მაქაძე 

ბილეთის ფასი 

  • 20 ლარი  
  • ილიაუნის სტუდენტებისთვის – 5 ლარი
  • სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის  10 ლარი
  • 15 ან მეტი ბილეთის შეძენის შემთხვევაში - 1 ბილეთის ფასი 15 ლარი

მოცემული ფასებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ილიაუნის თეატრის სალაროში ბილეთების დაჯავშნით.

როგორ დავჯავშნო და შევიძინო ბილეთი?   

ილიაუნის თეატრის სალარო

ტელეფონის ნომერი: +995 32 2 29 47 15   

სამუშაო განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 13:00-20:00 სთ.

biletebi.ge

tkt.ge 

ონლაინ 24 საათის განმავლობაში ბმულიდან https://bit.ly/3tabvZA


სპექტაკლი გაიმართება ინგლისური სუბტიტრებით.

დრო: 12 ნოემბერი, 20:00 საათი

ხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო)

2022 წელი

 

ბანერები