ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სპექტაკლი „სკამები“

ღონისძიებები

10 ნოემბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სპექტაკლი „სკამები“, აბსურდული კომედია ერთ მოქმედებად.

სპექტაკლის შესახებ

სამი რეალური პერსონაჟი უამრავი რეალური სკამისა და მოჩვენებითი სტუმრების გარემოცვაში, რომლებსაც ეჟენ იონესკოს პიესის გმირები ხვდებიან, სიახლეებს უზიარებენ, ეჭორავებიან. ორატორიც მალე უნდა მოვიდეს და წაიკითხოს მოხსენება ახალი აღმოჩენის შესახებ. სტუმრები მთელი სამყაროა, ადამიანებიც და ღმერთიც, ხოლო აღმოჩენა – ცხოვრების არსი, რომლის გაცხადებას სპექტაკლის პერსონაჟებთან ერთად ველოდებით, ველოდებით, ველოდებით… გარშემო კი უამრავი ცარიელი სკამია.

ვინ შექმნა სპექტაკლი

  • მთარგმნელი დავით კახაბერი
  • რეჟისორი ანა ბალიაშვილი (სადიპლომო ნაშრომი)
  • მხატვარი თეო კუხიანიძე
  • ტექნიკური რეჟისორი თეკლე ფედროვი
  • დადგმის ხელმძღვანელი ვანო ხუციშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

მონაწილეობენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები:

  • ვლადიმერ ვაშაკიძე
  • თინათინ ნიკოლაშვილი
  • ანიკო შურღაია

ბილეთის ფასი 

  • 20 ლარი
  • ილიაუნის სტუდენტებისთვის – 5 ლარი
  • სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის – 10 ლარი
  • 15 ან მეტი ბილეთის შეძენის შემთხვევაში - 1 ბილეთის ფასი 15 ლარი

მოცემული ფასებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ილიაუნის თეატრის სალაროში ბილეთების დაჯავშნით.

როგორ დავჯავშნო და შევიძინო ბილეთი?

ილიაუნის თეატრის სალარო

ტელეფონის ნომერი: +995 32 2 29 47 15

სამუშაო განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 13:00-20:00 სთ.

biletebi.ge

tkt.ge 

ონლაინ 24 საათის განმავლობაში ბმულიდან https://bit.ly/3ThGFZY


დრო: 10 ნოემბერი, 20:00 საათი

ხანგრძლივობა: 1საათი და 20 წუთი 

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო)

 2022 

ბანერები