სპექტაკლი „სიყვარულის ბანალურობა“
ღონისძიებები
თანამედროვე დრამა 1 მოქმედებად
სპექტაკლი XX საუკუნის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ფილოსოფოსის, ჰანა არენდტისა და მარტინ ჰაიდეგერის სრულიად არაპლატონური სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს და ერთდროულად მომხიბლავი და შემაძრწუნებელი ისტორიაა. ეს საიდუმლო რომანი 4 წელიწადს გაგრძელდა, მომდევნო 17 წელი ჰაიდეგერსა და არენდტს არანაირი კონტაქტი არ ჰქონიათ, ხოლო შემდეგ, 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მათი სახალხო მეგობრობა ყველასათვის იყო ცნობილი.
რეჟისორი – მამუკა ცერცვაძე
მხატვარი – ნუცა ჭყონია
მუსიკალური გაფორმება – ბეჟან ამირანაშვილი
ტექნიკური რეჟისორი – გვანცა ბიწაძე
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:
- ჰანა არენდტი– ლილი ხურითი
- მარტინ ჰაიდეგერი – ანდრია ვაჭრიძე
- სტუდენტი ჰანა – მაშო თვალაბეიშვილი
- მენდელსონი და მიხაილ ბენ შაკედი– ვატო სანიკიძე
სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით
სპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 20 წუთი
სპექტაკლის პრემიერა შედგა 2025 წლის 17 სექტემბერს
დრო: 21 იანვარი, 20:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო)
2026