ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სპექტაკლი „საქმე №“

ღონისძიებები

საახალწლო სპექტაკლების დასრულებისთანავე ილიაუნის თეატრი მორიგი, ძალიან საინტერესო პრემიერისათვის ემზადება. 28 იანვარს 20:00 საათზე ჩვენი სცენა „ინოვაციური შემოქმედების ცენტრის“ პროექტს უმასპინძლებს. ეს პროექტი უპრეცედენტოა საქართველოსთვის და ხელოვნების დახმარებით, ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ემსახურება.

პიესა „საქმე №“, რომელზეც რეჟისორი რუსუდან კობიაშვილი მუშაობდა, დრამატურგმა ნინია სადღობელაშვილმა სპეციალურად ამ პროექტისთვის დაწერა, სცენაზე კი ყოფილ მსჯავრდებულებთან ერთად პროფესიონალი მსახიობები თამაშობენ. რეპეტიციები 3 თვის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა.

სპექტაკლი მოსამართლე ქალზე მოგვითხრობს, რომელიც აღარ მუშაობს, დამხმარესთან ერთად ცხოვრობს და ერთფეროვანი დღეების შესამსუბუქებლად განვლილი სასამართლო პროცესების გახსენებისა და გაანალიზებას და საკუთარი ოჯახური ტრაგედიის შესახებ დაფიქრებასაც ცდილობს.

პროექტს „ყოფილი მსჯავრდებულები სცენაზე“ ნაწილობრივ თბილისის მერია აფინანსებს.

ავტორი: ნინია სადღობელაშვილი
რეჟისორი: რუსუდან კობიაშვილი
მხატვარი: მარიკა კვაჭაძე
კომპოზიტორი: დავით ევგენიძე
სასცენო მოძრაობა: ქეთი ქიტიაშვილი
ტექნიკური რეჟისორი: მაკა მეტრეველი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

  • ევა - ქეთი ქიტიაშვილი
  • თამარა - ნელი ბადალაშვილი
  • ნიკო - ანდრეა ვაჭრიძე
  • ზი - ბელა ქიქავა
  • ნა - ეკა გიგინეიშვილი
  • ბო - გიორგი გურგულია, პაატა კიკვაძე
  • ლი - ნათია რობიტაშვილი, თამარა ქორტიაშივლი
  • გაბრიელი - მახო მიქავა

სპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 15 წუთი ანტრაქტის გარეშე

2024

ბანერები