ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სპექტაკლი „მარატ-სადი“

ღონისძიებები

ჟან-პოლ მარატის დევნა და მკვლელობა, შარანტონის თავშესაფრის მსახიობთა მიერ დადგმული მარკიზ დე სადის ხელმძღვანელობით

1 მოქმედებად

შესაძლებელია კი სრული თანასწორობის მიღწევა რევოლუციის საშუალებით? არის კი რევოლუცია გზა, რომელიც თავისუფლებისა და ძმობის შეგრძნებებს მოგვიტანს და სურვილებს დაგვიკმაყოფილებს? სწორედ ამ კითხვებზე პასუხების ძიებაში პიესის მთავარი გმირი, მარკიზ დე სადი შარანტონის საგიჟეთში, პაციენტების მონაწილეობით ექსპერიმენტულ სპექტაკლს დგამს და შედეგი, რომელსაც ის მიიღებს, საკმაოდ მოულოდნელია.

ახალგაზრდა დამწყებმა რეჟისორმა, საბა ასლამაზიშვილმაც თავისი სადებიუტო სპექტაკლისთვის ექსპერიმენტის გზა აირჩია და წარმოდგენა არა ტრადიციულ სივრცეში, არამედ თეატრის ფოიეში დადგა. ორი საათით ილიაუნის თეატრი შარანტონის თავშესაფარის იერს მიიღებს და მსახიობები მაყურებელთან ერთად შეეცდებიან საფრანგეთის რევოლუციის პერიპეტიების გახსენებისას მონახონ პახუხები იმ კითხვებზე, რომელნიც დღესაც ესოდენ საჭირბოროტოა.

ამ სპექტაკლით რეჟისორი წარდგენილი გახლდათ წინანდლის პრემიაზე

სპექტაკლისთვის მუსიკა სპეციალურად დაწერა კონსტანტინე ეჯიბაშივლმა

სპექტაკლში გამოყენებულია ჯემალ ჭელიძის თარგმანი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

სპექტაკლის ხანგრძლივობა – 1 საათი და 50 წუთი ანტრაქტის გარეშე

სპექტაკლის პრემიერა შედგა 2018 წლის 10 მაისს

სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით

დრო: 3, 18 მარტი, 20:00 საათი

ხანგრძლივობა: 1 საათი და 50 წუთი ანტრაქტის გარეშე

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო)

2023
ბანერები