ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სპექტაკლი „იდეალური ოჯახი“

ღონისძიებები

18 ნოემბერს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში გაიმართება სპექტაკლი „იდეალური ოჯახი“, კომედია ერთ მოქმედებად.

სპექტაკლის შესახებ  

რა ხდება მაშინ, როდესაც ცხოვრებას მხოლოდ სხვის შეხედულებებზე აგებ?! როდესაც ცდილობ, სხვისი დაკნინებით წარმოაჩინო საკუთარი თავი და მხოლოდ სხვის დასანახად შექმნა იდეალური ოჯახი…

არსებობს კი იდეალური ოჯახი?! ან იქნებ ჩვენს საზოგადოებაშიც მრავლად არიან ვაცლავ ჰაველის პიესის გმირები, რომლებიც გამუდმებით სხვის არასრულფასოვნებას უსვამენ ხაზს და ჰარმონიულ ურთიერთობაზე გვესაუბრებიან. 

ვინ შექმნა სპექტაკლი

  • მთარგმნელი მაია ნაჭყებია
  • რეჟისორი დავით ჭახრაკია
  • მხატვარი გიორგი უსტიაშვილი
  • ტექნიკური რეჟისორი  ნათია სამადაშვილი

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

  • ვერა – რუსკა მაყაშვილი (რუსთაველის თეატრის მსახიობი)
  • მიხალი – გიორგი გოგუაძე
  • ბედრჟიხი – პაატა პაპუაშვილი 

ბილეთის ფასი 

  • 20 ლარი  
  • ილიაუნის სტუდენტებისთვის – 5 ლარი
  • სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის – 10 ლარი
  • 15 ან მეტი ბილეთის შეძენის შემთხვევაში – 1 ბილეთის ფასი 15 ლარი

მოცემული ფასებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ილიაუნის თეატრის სალაროში ბილეთების დაჯავშნით.

როგორ დავჯავშნო და შევიძინო ბილეთი?   

ილიაუნის თეატრის სალარო

ტელეფონის ნომერი: +995 32 2 29 47 15   

სამუშაო განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 13:00-20:00 საათები

biletebi.ge  

tkt.ge  

ონლაინ 24 საათის განმავლობაში ბმულიდან https://bit.ly/3DQYtp2


დრო: 18 ნოემბერი, 20:00 საათი

ხანგრძლივობა: 1 საათი და15 წუთი

ადგილმდებარეობაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო)

2022 წელი

 

ბანერები