ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“

ერთ მოქმედებად

თქვენ წინაშეა საუკუნის წინანდელი ამბავი იმის შესახებ, დარისპანი ოთხი გასათხოვარი ქალიშვილიდან ერთ-ერთს როგორ დაატარებს წინ და უკან მეგობრებსა და ნათესავებში, მოყვრებსა და მეზობლებში, რათა როგორმე უპოვოს შესაფერისი ქმარი და უზრუნველყოს მისი მომავალი.

ეს ამბავი, ერთდროულად ტრაგიკული და ღიმილის მომგვრელი, უზარმაზარი სიყვარულითაა გაჟღენთილი ქვეყნის მიმართ, რომელსაც „ჰკლავდნენ და არ კვდებოდა“. ამბავი გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ჩვენი ქვეყნის ბედს, რომელიც დარისპანივით გამოსავალს სხვაგან ეძებს – სხვების დახმარებაში, სხვაზე „მითხოვებაში“, დალხენილი ყოფის ილუზიაში, რომელიც ბუმერანგივით ბრუნდება და კიდევ უფრო დიდ უიმედობას ბადებს.

რა უფრო მნიშვნელოვანია – თავისუფლება თუ უზრუნველი ცხოვრება?

რეჟისორი და მსახიობები მაყურებელთან ერთად ეცდებიან იპოვონ გზა, რომელიც ხელს შეუწყობს დარისპანის ოჯახისა და, ამავდროულად, საქართველოს მომავლის გადარჩენას.

რეჟისორი საბა ასლამაზიშვილი
სცენოგრაფია – მარიამ კალატოზიშვილი
კოსტუმების მხატვარი  სანდრო მარგველაშვილი
მუსიკალური გაფორმება – ნინო სიხარულიძე
ქორეოგრაფი – დეა აბაკელია
მუსიკალური კონსულტანტი – ივანე ხაჩიძე
ტექნიკური რეჟისორი– თამუნა კამლაძე

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით.

სპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 10 წუთი.

დრო: 12, 13, 21 აპრილი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32 (უკანა ეზო)

2023 

 

ბანერები