ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სპეციალურ პედაგოგთა პროფესიული კლუბის პრეზენტაცია

ღონისძიებები

18 მაისს, 13:00 სთ-ზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ი. ჭავჭავაძის გაზ. 32, A კორპუსი, 101 - ე აუდიტორია) გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სპეციალურ პედაგოგთა პროფესიული კლუბის პრეზენტაცია.

სპეციალური პედაგოგიკა გულისხმობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებებისა და ინტერესების მქონე მოსწავლეების დახმარებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების ინიციატივით შეიქმნა კლუბი, რომელიც ინკლუზიური განათლების აქტუალურ საკითხებზე იმუშავებს. დაგეგმილია სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასაქმების ხელშეწყობა, სპეციალური პედაგოგიკის და ინკლუზიური განათლების  კურიკულუმის გაუმჯობესება,  ინკლუზიური სწავლების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა.

პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი  გიგი თევზაძე და ინკლუზიური განათლების ექსპერტი ჟანა კვაჭაძე.

ბანერები