ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

"Speak Up in Georgia" დასკვნითი ღონისძიება

ღონისძიებები

7 ივნისს, 15 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის 32) გაიმართება პროექტის "Speak Up in Georgia" დასკვნითი ღონისძიება, სადაც წარმატებული კომპანიები და პროექტის მონაწილეები ერთმანეთს შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებას გაუზიარებენ.

პროექტი "Speak Up in Georgia" საინიციატივო გუნდ Y.E.S. -ის (Young English Speakers) მიერ განხორციელებული ინგლისურენოვანი ინოვაციაა საქართველოში, რომლის მიზანი სტუდენტებისთვის ინგლისურ ენაზე საუბრის პრაქტიკული გამოცდილების შეძენა და ლიდერული უნარ–ჩვევების განვითარებაა.

პროექტში 70 სტუდენტი მონაწილეობდა, რომლებიც ორი თვის განმავლობაში ეუფლებოდნენ როგორც ინგლისურ ენაზე საუბრის პრაქტიკულ გამოცდილებას, ასევე ლიდერულ უნარ-ჩვევებს.

 დასკვნითი ღონისძიების მიზანია არაფორმალური განათლების რეკლამირება, ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლება და კომპანიების იმიჯის გაზრდა. დამსწრეების რაოდენობა შეზღუდულია და შესარჩევი პროცესით მიმდინარეობს.

პროექტზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული: http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=228&info_id=3822

ბანერები