ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სოსო ჭაუჭიძის მოხსენება: NEP-ის დროინდელი რუსეთის, როგორც „გარდამავალი საზოგადოების“, სტრუქტურული გარდაქმნები

ღონისძიებები

10 ივნისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ლექციათა ციკლის - „საბჭოთა პარადიგმები“ - ფარგლებში, სოსო ჭაუჭიძე წაიკითხავს მოხსენებას - ”NEP-ის დროინდელი რუსეთის, როგორც „გარდამავალი საზოგადოების“, სტრუქტურული გარდაქმნები”.

1921 წლის 21 მარტს, საბჭოთა კავშირში ოფიციალურად გამოცხადდა ე.წ. „სამხედრო კომუნიზმის“ (Военный коммунизм) დასასრული და ლენინის ინიციატივით „ახალი ეკონომიკური პოლიტიკის“(Новая экономическая политика, НЭП) თითქმის 8-წლიანი (НЭП 1928 წელს, სტალინის ინიციატივით გაუქმდა) ეტაპი გამოცხადდა. მონეტარული რეფორმისა და უცხოური კაპიტალისთვის საბჭოთა ეკონომიკის გახსნასთან ერთად, НЭП აგრარული სექტორის რესტრუქტურირებასა და კერძო და საჯარო სექტორების სანქცირებულ თანაარსებობასაც გულისხმობდა. თუმცა, ინსტიტუციურ „გადაწყობასა“ და ე.წ. „შერეული ეკონომიკის“ პრინციპების დანერგვას საბჭოთა მოსახლეობის კლასობრივი კომპოზიციის, შრომით ურთიერთობების, ოჯახის ინსტიტუტისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მიკრო-ლოკალური ასპექტების თვისებრივი გარდაქმნაც მოჰყვა.

მომხსენებელი შეეცდება NEP-ის დროინდელი რუსეთის, როგორც „გარდამავალი საზოგადოების“, იმ სტრუქტურულ გარდაქმნებზე ისაუბროს, რომელიც კლასობრივ იდენტობას, კერძო საკუთრების დაბრუნებას, ოჯახის პოლიტიკასა და ქალთა ემანსიპაციას შეეხო.

დრო: 10 ივნისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები