ღონისძიებები
4 მარტი, 2026
ღონისძიებები
10 მარტი, 2026
ღონისძიებები
19 თებერვალი, 2026
სოფი ვილი ილიაუნიში
ღონისძიებები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება.
სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს, 18:00 საათზე, სტუდენტებს ექნებათ საშუალება შეხვდნენ ქართველ მუსიკოსს, სოფი ვილის (Sophie Villy). ქართველი მუსიკოსი საქმიანობს უკრაინასა და აშშ-ში. სოფი ვილი ქართული, ფრანგული და უკრაინული ფილმებისათვის შექმნილი მუსიკის ავტორია. მომღერალი სტუდენტებს ესაუბრება თავის კარიერაზე, გაუზიარებს გამოცდილებას და უპასუხებს მათ შეკითხვებს.
დრო: 14 დეკემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ახალი სტუდენტური სივრცე, ილიაუნის E კორპუსი, -1 სართული