ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სოციოლოგთა მესამე სამეცნიერო კონფერენცია

ღონისძიებები

ლოკალური პრობლემები გლობალურ სამყაროში
3 ივლისი, 2014 წელი
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით, 2014 წლის 3 ივლისს ჩატარდება სოციოლოგთა მესამე სამეცნიერო კონფერენცია-„ლოკალური პრობლემები გლობალურ სამყაროში“.დრო, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, სულ უფრო ფლუიდურს ხდის ზღვარს ლოკალურსა და გლობალურს შორის. რეალობა ლოკალურ კონტექსტში ხდება ნაწილი გლობალურ დონეზე მიმდინარე კომპლექსური სოციალური ცვლილებებისა.

კონფერენციის მიზანია:
სოციოლოგიის მიმართულების სტუდენტებსა და ამ სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევებით დაინტერესებულ ახალგაზრდა მკვლევრებს შესაძლებლობა მისცეს, შეხვდნენ ერთმანეთს, გაიფართოონ აკადემიური ქსელი, იმსჯელონ თავიანთ ნაშრომებზე და გაუზიარონ ერთმანეთს იდეები; ასევე - განიხილონ თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებული  მნიშვნელოვანი გამოწვევები და წინააღმდეგობები, რაც განსაკუთრებული იმპულსია სოციოლოგიური წარმოსახვისთვის.

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:   
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოციოლოგიის მიმართულების  როგორც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის, ასევე, დოქტორანტურის სტუდენტებს.
საუკეთესო სტატიები დაიბეჭდება კონფერენციისადმი მიძღვნილ კრებულში. გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან პრიზებით. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი და სპეციალური საჩუქარი.

საბუთების მიღება:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა 2014 წლის 25  მაისამდე უნდა გამოგზავნონ ერთგვერდიანი ავტობიოგრაფია (CV), კონფერენციაზე წარსადგენი კვლევითი ნაშრომის აბსტრაქტი (არა უმეტეს 300 სიტყვისა) და რეკომენდაცია სამეცნიერო თემის ხელმძღვანელისაგან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:ana.kirvalidze@iliauni.edu.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ ზემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ბანერები