ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სოციოლოგია ტურბულენტურ დროში

ღონისძიებები

3 ივლისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში A101-ე აუდიტორიაში გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კონფერენცია „სოციოლოგია ტურბულენტურ დროში“.

დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, უამრავ შესაძლებლობასთან ერთად მნიშვნელოვან გამოწვევებსაც გვთავაზობს, რაც სულ უფრო მეტ ყურადღებასა და ანალიზს მოითხოვს სოციოლოგებისაგან. ახალგაზრდა მკვლევრებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სოციოლოგიის წინაშე არსებული გამოწვევებით, საშუალება ეძლევათ, წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები და გაუზიარონ ერთმანეთს იდეები.

კონფერენციის საკვანძო თემებია: სოციალური მედიები; სოციალური ურთიერთობების ახალი ფორმები; ფინანსური კრიზისი; პოლიტიკური კრიზისი; ეკოლოგიური კრიზისი; მზარდი სოციალური უთანასწორობა; პოტენციური მომავალი.

კონფერენცია მიზნად ისახავს შესაძლებლობა მისცეს სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ, შეხვდნენ ერთმანეთს, გააფართოონ თავიანთი აკადემიური ქსელი, იმსჯელონ თავიანთ ნაშრომებზე და გაუზიარონ ერთმანეთს იდეები, ასევე  განიხილონ თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები და წინააღმდეგობები, რომელიც განსაკუთრებული იმპულსი ხდება სოციოლოგიური წარმოსახვისათვის.

ბანერები