ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სოციალური სამსახურის განვითარება საქართველოში

ღონისძიებები

12 აპრილს, 13.00 საათზე, A კორპუსის 101 - ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შორის გაფორმდება მემორანდუმი. თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს 2011–2015 წლებს, გულისხმობს პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის - სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის და სოციალური სამუშაოს სამაგისტრო პროგრამის პრაქტიკის სწავლების განვითარებას.

კერძოდ, სოციალური სამსახურის პროგრამების სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან სააგენტოში გამოცდილი სოციალური მუშაკების ზედამხედველობის ქვეშ. უნივერსიტეტი კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სააგენტოს სოციალური სამუშაოს მიმართულებით მომუშავე პრაქტიკოსების განათლებასა და  უნარ-ჩვევების ამაღლებას უნივერსიტეტის ბაზაზე.

ბანერები