ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში

ღონისძიებები

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში, რომელიც ემსახურება სოციალურ მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებას სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით, მომზადდა სამაგისტრო საფეხურის კურსი: “სოციალური მუშაობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში” - კურსის სილაბუსი და სახელმძღვანელო, ასევე, ითარგმნა სავალდებულო საკითხავი ლიტერატურა სტუდენტებისთვის. ამ კურსის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის, სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის პროფესურა. 2014-15 წლის შემოდგომის სემესტრში დაინერგება აღნიშნული კურსი, როგორც არჩევითი საგანი. კურსის ფარგლებში სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ან სასჯელაღსრულების დეპარტამენტში. ამ კურსის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აფორმებს მემორანდუმებს, როგორც სასჯელარსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან, ასევე ევროკავშირის პროექტთან. ამ თანამშრომლობის მიზანია: სოციალურ მუშაკთა კვალიფიციური კადრის მომზადება/გადამზადება უნივერსიტეტის ბაზაზე; სოციალური მუშაობის მაგისტრატურის სტუდენტებისათვის პრაქტიკის სწავლების კომპონენტის განვითარება სააგენტოს ბაზაზე და ზოგადად, სოციალური მუშაობის პროფესიის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

პროგრამა ქართულად>>>

პროგრამა ინგლისურად>>>

ბანერები