ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სოციალური მეწარმეობის კონცეფციები და მსოფლიო გამოცდილება

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა ჩაერთო კონკურსში - „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად“, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით. პროექტის ფარგლებში, ბიზნესის სკოლის სტუდენტებისათვის მიმდინარე წლის 10 ნოემბერს, 12:00-დან 12:30 საათამდე E 401 და 12:40-დან 14:00 საათამდე E 406 აუდიტორიებში ჩატარდება სემინარი თემაზე „სოციალური მეწარმეობის კონცეფციები და მსოფლიო გამოცდილება“. სემინარზე სტუდენტები დაწვრილებით გაეცნობიან კონკურსის დეტალებს და ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიზნესის კეთების ალტერნატიული გზები, სოციალური მეწარმეობის არსი, ინოვაციური იდეების რეალობაში განხორციელება და სოციალური საწარმოს შექმნა.თუ გაქვთ ინოვაციური იდეა და გსურთ, გარემო უკეთესობისკენ შეცვალოთ, მოდით სემინარზე და ჩაერთეთ კონკურსში.

დასწრება თავისუფალია.

ღონისძიების განრიგი:

10 ნოემბერი

12:00-12:30 საათი, E 401 აუდიტორია

Coffee Break

12:40-14:00 საათი, E 406 აუდიტორია

ბანერები