ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტი ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

ღონისძიებები

19 დეკემბერს, 19:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი მაისურაძე წაიკითხავს მოხსენებას  თემაზე „მაღალი ენა“ და vulgus profanum“.

მოკლე აღწერა

„მაღალი“, ანუ სალიტერატურო ენა, ნაციონალური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, ამასთანავე სოციალური და ძალაუფლებრივი იერარქიების განმსაზღვრელიც არის. არასალიტერატურო ენით მეტყველება (დიალექტი, სოციოლექტი) დაქვემდებარებულობის სოციალურ სტატუსზეც მიანიშნებს. ამგვარი შიდაენობრივი იერარქიების წარმოქმნა ძალაუფლების ანალიზის თავისებურ პერსპექტივას აჩენს. 

დრო: 19 დეკემბერი, 19:30 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები