ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სოციალური ცვლილებები და კრიზისები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 3 ივლისს 12:00 საათზე ა101 აუდიტორიაში ჩატარდება სოციოლოგთა რიგით მეორე სამეცნიერო კონფერენცია თემაზე  „სოციალური ცვლილებები და კრიზისები თანამედროვე საზოგადოებაში“.  სოციალური ცვლილებები თანამედროვე საზოგადოებაში განსაკუთრებული კომპლექსურობითა და მეტისმეტად აჩქარებული ტემპით ხასიათდება, რაც საზოგადოების ცალკეულ სფეროებში ხშირად ხანგრძლივ კრიზისებს აჩენს.

კონფერენციის მიზანს, ერთი მხირვ წარმოაგენს მაკრო დონეზე მიმდინარე სოციალური ცვლილებების სოციოლოგიური ანალიზი, რომელიც  გავლენას ახდენს ისეთ ძირეულ სოციალურ ინსტიტუტებზე, როგორებიცაა ეკონომიკა, პოლიტიკა, რელიგია, ოჯახი, განათლება, მეცნიერება, ტექნოლოგია, ლეგალური სისტემა და ა.შ. მეორე მხირვ, სოციოლოგთა კვლევის ფოკუსში მოქცეულია მიკრო დონეზე განხორციელებული სოციალური ცვლილებები, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ჩვენს ღირებულებებზე, ატიტუდებზე, რწმენებზე, ცალკეული ინდივიდის მოქმედებებზე და  საბოლოო ჯამში, ცვლის  თითოეული  ჩვენგანის ცხოვრებას.
ახალგაზრდა მკვლევარებს, რომელებიც დაინტერესებული არიან თანამედროვე საზოგადოების  წინაშე არსებული სოციალური ცვლილებებითა და კრიზისებით, საშუალება ეძლევათ წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები და გაუზიარონ ერთმანეთს იდეები.

იხილეთ პროგრამა>>>

ბანერები