ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სკოლებში მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების სასწავლო რესურსების პრეზენტაცია

ღონისძიებები

მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 11-16 მარტს მართავენ მედიაწიგნიერების კვირეულს, რომლის მიზანია საქართველოში მედია და ინფორმაციული წიგნიერების ინიციატივების პოპულარიზაცია. 

კვირეულის ფარგლებში, 13 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ მედია და ინფორმაციული წიგნიერების სასწავლო რესურსების პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებას გახსნიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, ნიდერლანდების ელჩი საქართველოში იოს დაუმა და მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თამჯდომარე თამარ ხორბალაძე.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც პედაგოგებისთვის მომზადებული სახელმძღვანელო, ასევე ვებგვერდი, ონლაინთამაშები და ილიას უნივერსიტეტში პედაგოგთა გადამზადების პროგრამისთვის მომზადებული მედია და ინფორმაციული წიგნიერების სასწავლო კურსი, რომელიც უნივერსიტეტში გაზაფხულიდან დაინერგება.

კვირეულის ფარგლებში გათვალისწინებული ღონისძიებები საქართველოში ნიდერლანდებისა და აშში-ს საელჩოების, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერითა და ნატო-ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით ხორციელდება.

იხ. პროგრამა


დრო: 13 მარტი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი" (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები