ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სკოლა ”ვიჟეს” სტუდენტთა გამოფენა

ღონისძიებები

23 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება თეირანის გრაფიკული დიზაინის სკოლა ”ვიჟეს” სტუდენტთა გამოფენა.

სკოლა ”ვიჟე” დაფუძნდა 2005 წლის ოქტომბერში თეირანში ამროლაჰ ფარჰადის მიერ. გრაფიკული დიზაინის სკოლა აერთიანებს 72 ინდივიდუალურ სამთვიან კურსს, ერთწლიან პროფესიულ პროგრამებს და 18 პროფესიულ/საგანმანათლებლო ვორქშოფს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, დაესწრონ სადისკუსიო შეხვედრებს გრაფიკულ დიზაინთან მარკეტინგ-კომუნიკაციებსა და სარეკლამო მენეჯმენტთან დაკავშირებით, გაეცნონ გრაფიკული დიზაინისა და პოსტერების 21 გამოფენას როგორც ირანელი, ასევე საერთაშორისო გრაფიკის დიზაინერების მონაწილეობით.

სკოლაში სწავლობს 2200 სტუდენტზე მეტი და ასწავლის 120-ზე მეტი მასწავლებელი და ტრენერი.

გამოფენა გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (უნივერსიტეტის ქ. 2).

დასწრება თავისუფალია.

ბანერები