ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

სკაიპ-შეხვედრა ბერძენ რეჟისორთან, გრიგორის კარანტინაკისთან

ღონისძიებები

21 მაისს, შაბათს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A204 აუდიტორიაში გაიმართება სკაიპ-შეხვედრა ცნობილ ბერძენ რეჟისორთან, გრიგორის კარანტინაკისთან. მან 2010 წელს რუსთაველის თეატრში დადგა სოფოკლეს ტრაგედია „ელექტრა“, რომელიც ამჟამადაც არის თეატრის რეპერტუარში. კონკრეტული სპექტაკლის შესახებ და რუსთაველის თეატრთან თანამშრომლობის გარდა, საუბარი შეეხება, ზოგადად, ძველ ბერძნულ დრამასა და თეატრს, მის გავლენას თანამედროვე ხელოვნებაზე, რეჟისორის ურთიერთობას საქართველოსთან და მის მიერ დადგმულ ძველ ბერძნულ ტრაგედიებსა თუ კომედიებს. შეხვედრა გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით, რომლებმაც გაიარეს საგანი „ძველი საბერძნეთის ისტორია“ და ნახეს ზემოთ აღნიშნული სპექტაკლი.

სკაიპ-შეხვედრის კოორდინატორი: ეკა ჭყოიძე - ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

საუბრის ენა: ბერძნული (თანმიმდევრული ქართული თარგმანით)

დრო: 21 მაისი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: A 204 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია

ბანერები