ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

“სკა-ბიტი” - ილიაუნის ფაბლაბის ღია პროექტი

ღონისძიებები

21-ე საუკუნე ინოვაციებისა და გამოწვევების საუკუნეა. ადამიანები ვქმნით კოსმოსურ ხომალდებს, რათა დავიპყროთ მარსი, და ელექტრომანქანებს, რათა დავიცვათ პლანეტა გლობალური დათბობისგან.

თუმცა, კოსმოსური მასშტაბების გარდა, შესაძლებელია ინოვაციებით გაუმჯობესება თუნდაც ისეთი ტრადიციული დარგებისა, როგორიცაა მეფუტკრეობაა.

აქსელერატორი Zoomout და FabLab Iliauni გიწვევთ ყველას, ვისაც არ გაშინებთ გამოწვევები და ვინც ერკვევით მიკროელექტრონიკასა და ინჟინერიაში.

“სკა-ბიტი” - ღია პროექტია (Open Source), რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფუტკრების სკის შექმნას.

გუნდის წევრები უზრუნველყოფილი იქნებიან პროექტისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობითა და ფაბლაბის ინფრასტრუქტურით, რათა პროექტში ჩართულ წევრებმა შეძლონ პროტოტიპის დაპროექტება, აწყობა და მისი რეალურ პირობებში შემოწმება.

  • სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ აქ: https://goo.gl/zrI6e0
  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 31 მარტი, 2016
ბანერები